logo
ENG



"არ გადადო, იმოქმედე" - ბათუმში მოქალაქეები ავარიული შენობების შესწავლას ითხოვენ

08 დეკ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 

"არ გადადო, იმოქმედე დროულად" - ამ ლოზუნგით ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. მოქალაქეებმა შენობასთან ავარიული სახლების ფოტოები მიიტანეს და ითხოვენ, რომ მერიამ ყველა ავარიული შენობა შეისწავლოს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბათუმში 3 000-ზე ადამიანი ცხოვრობს ასეთ სახლში და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

"ეს აქცია ეხება ავარიულ შენობებს, კონკრეტულად კი საცხოვრებლად უვარგის შენობებს. როგორც ვხედავთ, ბათუმის მერიის პრიორიტეტი ეს ამბავი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2018 წელს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომ ეს შენობები საცხოვრებლად უვარგისია. წინასაარჩევნოდ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და დაპირდნენ, რომ უსაფრთხო გარემოში გადაიყვანდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ გაქრნენ", - ამბობს აქციის მონაწილე.


close დახურვა